logo
ENG



კრემლის კრიტიკოსს, ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

17 აპრ 202312:59
3 წუთის საკითხავი
 

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახადეს რუსეთი დაეტოვებინათ.

სასამართლო პროცესზე ვლადიმირ კარა-მურზამ უარყო ბრალდებები და ხმამაღლა გააკრიტიკა სასამართლო პროცესი. მან განაცხადა, რომ არა თუ ნანობს, არამედ პირიქით, "ამაყობს" თავისი თითოეული სიტყვით.

უკრაინაში ეგრეთ წოდებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაკრიტიკების გარდა, კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".

 

 


close დახურვა