logo
ENG



საგარეო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო

24 აპრ 202311:53
3 წუთის საკითხავი
 

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ინფორმაცია ფორმულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი", - აცხადებენ საგარეოში.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცნობით, აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა. სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოაცხადა ნიდერლანდების ხელისუფლებამაც. ქვეყნიდან მოქალაქეების გაყვანა დაიწყო საფრანგეთმა და საუდის არაბეთმაც.

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა. 

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა 3 551 კი დაშავდა.


close დახურვა