საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 79% არ უჭერს მხარს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას, ბიზნესის რეგისტრირებასა და ქონების შეძენას.
კვლევის მიხედვით:
- 13% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას
- 7% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის რეგისტრირებას
- 4% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენას
- 5% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/ არ იცის პასუხი
-
37% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოუშვან საქართველოში, სანამ რუსეთი არ დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს
- 29%-ს ურჩევნია, რომ რუსებმა დატოვონ ქვეყანა
- 25% ამბობს, რომ აიტანენ რუსებს, რადგან ისინი ეკონომიკისთვის აუცილებლობას წარმოადგენენ
- 4% მიიჩნევს, რომ რუსებს საქართველოში კარგად იღებენ
- 1% სხვა პასუხი
- 5%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე/არ იცის პასუხი.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.