logo
ENG



ვარშავაში პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28 აპრ 202309:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/28/383szm1dz65br3h.png

ვარშავაში პოლონელი მსახიობის მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მსახიობის თქმით, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქე, 25 წლის კაცი აღმოჩნდა, თითქმის დაეჯახა მის არასრულწლოვან შვილს, რაც მან გააპროტესტა, საპასუხოდ კი მანქანის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში თავად მსახიობმა გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარზე ყვება. საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა საქართველოს მოქალაქეს ცემას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. 


close დახურვა