39 დაზიანება ტანსა და სახეზე, რა წერია ექსპერტიზის პირველად დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ბიურომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოამზადა. მოზარდის დედას გაუმყარდა ვარაუდი, რომ შვილი მოუკლეს და დიდ დიღომში მომხდარი არ იყო უბედური შემთხვევა. ახლა ოჯახი დამატებით ექსპერტიზას მოითხოვს. საბოლოო დასკვნამდე ადვოკატის თქმით, ექსპერტიზაში აღწერილი მრავლობითი დაზიანება უკვე ადასტურებს, რომ მოზარდმა სიკვდილამდე საკმაოდ მძიმე გზა გაიარა.
12 წლის გოგო გარდაცვალების საქმე
28 აპრ 202319:57
3 წუთის საკითხავი