გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით მისი პოლიტიკა სწორი იყო.
ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა ZEIT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"იმის გამოყენებით, რაც ჩემს ხელთ იყო, ვცდილობდი, თავიდან სწორედ ასეთი სიტუაცია ამერიდებინა. ფაქტი, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია, არ ნიშნავს, რომ მცდელობაც არასწორი იყო", - თქვა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
მერკელი მიიჩნევს, რომ სწორი იყო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გერმანიამ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა მოაგებინა დრო უკრაინას იმისათვის, რომ უფრო გაძლიერებულიყო.