logo
ENG



"მათი თხოვნით მოვედი" - იოსელიანი პოლიციის მიერ პარკების წართმევის შემდეგ მშობლებთან მივიდა

30 აპრ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/30/dzvmgf2r7v4mitd.png

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის მიერ პარკების წართმევის შემდეგ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან მივიდა. 

იოსელიანმა თქვა, რომ იქ მშობლების თხოვნით მივიდა და პოლიციას მათი მოთხოვნა გადასცა, რომ პარკის გაშლის უფლება მისცენ, რადგან წვიმისგან თავი დაიცვან.

"მოვედი აქ მათი თხოვნის გამო, რომ მთელი დღეა წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს და ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, ცელოფანი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს.

ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, ცელოფნის ქვეშ მათი პროტესტის გაგრძელების საშუალება", - თქვა იოსელიანმა.

რამდენიმე საათის წინ კარვის დაშლის შემდეგ მშობლებმა ჯებირზე პარკი გააკრეს, რათა წვიმის გამო თავი შეეფარებინათ, თუმცა პოლიციამ წაართვა.


close დახურვა