logo
ENG



მორგოშიას თქმით, ოცნება ანტილგბტ კანონის მიღებას აპირებს

02 მაი 202317:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/b0xrrqe94ayhb2b.jpg

მოძალადე, პუტინისტური და პრორუსული ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას თქმით, აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება მიიღებს ყველა იმ კანონს, რომელსაც მოძალადე ჯგუფები ითხოვენ, მათ შორის ანტილგბტ.

"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება, პარტნიორი პარტიების მეშვეობით, მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეიპროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!" - წერს მორგოშია.

იქამდე ანტილგბტ კანონის მიღება კვირას, 30 აპრილს, უცნობის ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე გამომსვლელმა ახსენა, ჰომოფობიური მასალის გავრცელება დაიწყო სამთავრობო მედიამაც.


close დახურვა