logo
ENG



უკრაინა კრემლზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

03 მაი 202316:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/jq1o4pqztyrsflc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის", - განუცხადა BBC-ის ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

"კრემლისკენ ორი დრონი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები განეიტრალდა."- ნათქვამია განცხადებაში.

კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".

კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინი "თავდასხმის დროს" კრემლში არ იმყოფებოდა.

კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობები კრემლის მახლობლად აფეთქებების შესახებ ღამით გავრცელდა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი, როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება და მასში პუტინი მიიღებს მონაწილეობას.


close დახურვა