რომან გოცირიძის ცნობით, პოლიტიკურ ჯგუფს რომელიც პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან ერთად შექმნა, ევროოპტიმისტები ერქმევა.
ამის შესახებ გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს.
დეკანოიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება.
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დეკანოიძემ ნაციონალური მოძრაობა 24 მარტს, ხოლო გოცირიძემ 17 თებერვალს დატოვა.