logo
ENG



სროლა გოგებაშვილის ქუჩაზე - მოკლულია კაცი

04 მაი 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. მოკლულია კაცი.

თვითმხილველების განცხადებით, ორი ადამიანია დაჭრილი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილია ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, გამვლელი ტურისტი.

ირკვევა, რომ მოკლული მარგველაშვილზე თავდასხას გეგმავდა, თუმცა ის ბიზნესმენის დაცვამ მოიგერია, რა დროსაც ის დაიღუპა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.


close დახურვა