logo
ENG



8 ახალი ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

18 ივლ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
bmtzk1i00ff71a8.jpg

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8-ით მოიმატა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 1 018 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

10-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი საერთო რაოდენობა 895-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 


close დახურვა