ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია.
პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც ცნობილია, მთვარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება იქნება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.
დელეგაციის წევრები:
- გერმანია - მიხაილ როთი;
- ფინეთი - იუკა კოპრა;
- შვედეთი - ერიკ ოტოსონი;
- საფრანგეთი - ფრედერიკ პეტი;
- ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ლატვია - ინარა მურნიეცე;
- ესტონეთი - მარკო მიხელსონი;
- პოლონეთი - მიხალ კამინსკი.