logo
ENG



8 ოქტომბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე დილის 5-დან 8-მდე მოძრაობა შეიზღუდება

07 ოქტ 202300:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/hjwxxwvd42gltnr.jpeg

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე 05:00-დან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზად საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას ასახელებენ.

გადაადგილება იზღუდება სავაჭრო ცენტრ თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე.

მერიის ცნობით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესისი ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

 

close დახურვა