სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს თბილისში ჩამოვა. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამაზე საუბრობდა.
რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო წერს, რომ გამოსვლის დროს ფაშინიანმა ისაუბრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.
"არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი წვლილი ჩვენი 15 მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნების ორგანიზებაში", - განაცხადა ფაშინიანმა.