logo
ENG



CRRC: 51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

08 მაი 202311:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/cva4vk1x699r9bj.jpg

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

  • 33%- ვეთანხმები
  • 18%- სრულად ვეთანხმები
  • 17%- ნეიტრალური ვარ
  • 20%- არ ვეთანხმები
  • 4%- საერთოდ არ ვეთანხმები
  • 8%- არ ვიცი/ უარი პასუხზე

ასევე კვლევის მიხედვით, უმრავლესობას რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ.

  • 20%- რუსეთის შეჭრა უკრაინაში
  • 19%- უმუშევრობა
  • 17%- ინფლაცია
  • 11%- ტერიტორიული მთლიანობა

 

CRRC საქართველომ გამოიკვლია მოსახლეობის განწყობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებითაც - კვლევის თანახმად, მოსახლეობა არ ეთანხმება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეუერთდეს. კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: მისაღებია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდეს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ვეთანხმები - 36%;
  • სრულიად ვეთანხმები - 11%;
  • არ ვეთანხმები - 18%;
  • საერთოდ არ ვეთანხმები - 4%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 13%.

 

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.


close დახურვა