ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა.
როგორც ლაიენი ამბობს, სანქციების ახალი პაკეტი სამ ძირითად ელემენტს მოიცავს. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ. ჩვენ:
-
ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს - სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ.
-
ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა.
-
ვთავაზობთ, აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან "ჩრდილოვანი სუბიექტები", რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში 9 მაისს, ევროპის დღეს ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ამიერიდან, ყოველი წლის 9 მაისს, უკრაინა ევროპის დღეს აღნიშნავს. აქამდე ევროპის დღე უკრაინაში მაისის მესამე შაბათს აღინიშნებოდა.