საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მოქალაქეების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილები არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი ქართული ოცნების პოლიტიკასა და იმ განცხადებებს აპროტესტებენ, რომლებიც მმართველი პარტიის ლიდერებმა გააკეთეს.
"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმის სრული უმრავლესობის მკაფიო და ურყევი არჩევანი არის საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირში, საქართველოს გაწევრიანება იმ ცივოლურ სამყაროში და ეს არჩევანი და საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა უნდა გაიზიაროს საქართველოს მთავრობამ და პასუხი რუსულ პროვოკაციაზე უნდა იყოს ადეკვატური.
ეს არის რუსული პროვოკაცია, მიზანმიმართული აქტი, რომ შეაფერხონ საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირში", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვასილ ურუშაძე.
დღეს პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ამასთან, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.