logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

15 მაი 202310:24
3 წუთის საკითხავი
clock 356
2023/05/15/olk3pnqe39vj3zk.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, ის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს რიში სუნაკს შეხვდება.

"დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად", - წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი 14 მაისს ბერლინში იმყოფებოდა, 13 მაისს კი რომსა და ვატიკანში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსაც ეწვევა. 

 


close დახურვა