logo
ENG



კალაძე: მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდის დღე მივულოცო

17 მაი 202311:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/8semoazsd43ah0f.jpg

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრით დაიწყო. მან მოსახლეობას აღნიშნული დღე მიულოცა.

"17 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ და ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, კეთილდღეობა. ოჯახის მნიშვნელობაზე ახლა ახსნა-განმარტებების გაკეთებასა და სიღრმეებში შესვლას არ დავიწყებ, ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა კალაძემ.

დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს საპატრიარქო და მსვლელობასაც გეგმავს, სამების საკათედრო ეკლესიამდე. მანამდე, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის. ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 17 მაისს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა 2014 წელს - ერთი წლის შემდეგ პუშკინის სკვერში განვითარებული მოვლენებიდან. 2013 წლის 17 მაისს, სკვერში შეკრებილ ლგბტქ აქტივისტებსა და თემის წევრებს, სასულიერო პირების თანხლებით, ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა და ფიზიკურად იძალადა.


close დახურვა