logo
ENG



წითლიძე: ვინც თქვა, რომ ხმა მისცა ოცნების კანდიდატს, იყო ნიკა მაჭუტაძე

17 მაი 202315:12
3 წუთის საკითხავი
 
წითლიძე: ვინც თქვა, რომ ხმა მისცა ოცნების კანდიდატს, იყო ნიკა მაჭუტაძე

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ვინც ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭირა მხარი ნიკა მაჭუტაძეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც წითლიძემ განმარტა ის გამორიცხავს, რომ მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობიდან იყვნენ, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მათი ფრაქციის წევრები არიან.

"ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს და ქართული ოცნების საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით ქართული ოცნების წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა [...].

პარტიიდან არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩვენი ფრაქციიდან იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ერთი, ვინც თქვა, რომ ხმა მისცა, იყო ნიკა მაჭუტაძე", - თქვა წითლიძემ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატები ამბობენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი "გაიყიდა". კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვერ გახდება ცნობილი იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც აღნიშნულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა