logo
ENG



ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

17 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/aqdjvzc9zvqn8qk.png

ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ტოვებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მმართველ პარტიასთან "გარიგებაზე" საუბარი ტყუილია. ამის შესახებ მაჭუტაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე და რაღაც ბრალდებებს იყენებდნენ, რასაკვირველია, უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ ვიმალებით. აქ იყო საუბრები, რომ ლაპარაკია გარიგებაზე - ეს არის უსინდისო ტყუილი.

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებია, ჩვენ არ გვქონია არცერთი შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, არცერთი კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან, არ გვქონია არცერთი სატელეფონო ზარი ქართულ ოცნებასთან. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს კლანთან", - განაცხადა მაჭუტაძემ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა