logo
ENG



ბუდანოვი: კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს

24 მაი 202300:10
3 წუთის საკითხავი
clock 546
2023/05/24/awvdfw1c46y8qe0.jpg

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ კონტრშეტევა მალე დაიწყება და უკრაინას აქვს იარაღის მინიმალური საჭირო რაოდენობა. ამის შესახებ მან იაპონურ ტელეარხთან ისაუბრა.

"ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება", - განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას რუსეთის განდევნისთვის უკრაინის ტერიტორიებიდან. 

მისივე თქმით, წარმატებული ოპერაციისთვის საჭირო იქნება "იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი".

მსგავსი განცხადება ბუდანოვმა 24 აპრილსაც გააკეთა და თქვა, რომ "უკრაინა საეტაპო ბრძოლას უახლოვდება".

უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით გამოცემა The New York Times-მაც დაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინა ემზადება, კონტრშეტევა მაისში დაიწყოს. 

"უკრაინა მაისში კონტრშეტევის დასაწყებად ემზადება. თუმცა, გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, შემცირდეს და კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, რათა დაიწყოს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების ან გაყინვის მიზანით", - წერს გამოცემა. 


close დახურვა