logo
ENG



ზელენსკი ირანელ ხალხს: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები?

25 მაი 202310:41
3 წუთის საკითხავი
clock 221
2023/05/25/q3vmvdmkm28scr0.jpg

დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი დარტყმები მუდმივად გრძელდება, მსურს უშუალოდ ირანის მოსახლეობას მივმართო. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ სახელმწიფო-ბოროტების მხარეს? მსოფლიო ხედავს, რა ხდება, და თქვენ ყველანი ირანში ხედავთ.

როდესაც ირანული დრონი კლავს ორსულ უკრაინელ ქალს მის ქმართან ერთად მათ სახლში, რაში გჭირდებათ ეს, ირანელო მშობლებო და დედებო? როდესაც თქვენი "შაჰედი" ურტყამს სტუდენტების საერთო საცხოვრებელს, ადამიანები იღუპებიან, იწყება ხანძარი, ადგილზე მიდიან მაშველები, რამდენიმე წუთში კი ურტყამს მეორე "შაჰედი", რომელიც ართმევს სიცოცხლეს უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც დასახმარებლად მივიდნენ... რაში სჭირდება ირანს ასეთი ცინიკური მკვლელობები? რუსეთის ხელით, მაგრამ თქვენი იარაღით.


close დახურვა