logo
ENG



"დაუმორჩილებლობის" მოტივით რუსთაველზე ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს

26 მაი 202312:52
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

"დაუმორჩილებლობის" მოტივით რუსთაველის გამზირზე ევროაკვშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს. კაცს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება სურდა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. დაკავებისას კაცი არასრულწლოვნებთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ აქციის მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარალელურად პოლიცია აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშით თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილებას უკრძალვა და მათ მოუწოდებდა, აქცია პარლამენტთან გაეგრძელებინათ. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ თავისუფლებაზე "აქციის მონაწილეებს არ უშვებენ და არა დროშიანებს".


close დახურვა