logo
ENG



ღოღობერიძე: არ მჯერა, ვისაც უნდა თავისუფლება, ვერ ხედავდეს, რომ ერთადერთი ადგილი ევროპაა

26 მაი 202321:08
3 წუთის საკითხავი
clock 6327
2023/05/26/nec7lbykwr8opyp.jpg

არ მჯერა, რომ ის, ვისაც მართლა უნდა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შეიძლება ვერ ხედავდეს იმას, რომ ერთადერთი ადგილი ჩვენთვის, თან გახსნილი ჩვენთვის არის ევროპის თანამეგობრობა. არგუმენტები რომ არ სჭირდება, ისეთი რამეა. იმ არგუმენტებს უბრალოდ ვერ ვიგებ. პასუხებიც არ არის, რა პასუხია იმაზე, როგორ ერთ მხარეს [არის] აგრესორი, თან აგრესორი, რაც ჩვენ გვაქვს გამოცდილი, თეორიულად კი არ ვიცი, როგორი აგრესორია. ვიცით, როგორი აგრესორია, ვიცით, რა სისტემა აქვთ შიგნით დამყარებული. ისევ დისიდენტის ფენომენი გაჩნდა, რითაც ვიცხოვრეთ საბჭოთა კავშირში. ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, ისევ ყველგან მოღალატეების ძებნა. ასეთი ქვეყანა, თუ ის ქვეყანა, სადაც მართლა კანონი კანონია თავისუფალი პრესაა, ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი დიაპაზონი შესაძლებლობების გამოვლინების.


close დახურვა