logo
ENG



სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

31 მაი 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/6oahl2kxevmqvct.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ინფორმაციას მუმლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა, ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ", - წერს მუმლაძე.

მუმლაძე 2021 წლის 14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან დააკავეს - აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


close დახურვა