საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობას მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, არ აქვს აზრი მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.
"პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. მე ნამდვილად აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, მე ვახორციელებ შეხვედრებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.