უკრაინის რადას დეპუტატი იური კამელჩუკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ტერორისტული აქტია და საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ზომები რუსეთთან მიმართებით.
როგორც მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში საუბრისას თქვა, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები არ არის საკმარისი და არსებობს მექანიზმები, რითაც ხდება სანქციების გვერდის ავლა. ამის მაგალითად მან საქართველო და თურქეთი მოიყვანა და თქვა, რომ "ხდება სანქციებისგან თავის აცილება თურქეთისა და საქართველოს მეშვეობით, რაც არასასიამოვნოა".
"თუ საქმე ეხება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას, ასეთი მოქმედება ენერგოობიექტთან დაკავშირებით ტერორისტული აქტია, ეს არის ცალსახა, ეს არ არის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია. პირველ რიგში, რუსეთი უნდა იყოს გაგდებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან - ეს არის გაეროს უსაფრთხოების საბჭო და უფრო დაბალი რანგის ორგანიზაციებიც.
სულ ვსაუბრობთ რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა შეწყდეს სრულად. სანქციები, რომლებიც ძალაშია, არ არის საკმარისი, ეტაპობრივად იქნა ისინი შემოტანილი, არასაკმარისად სწრაფად და არსებობს მექანიზმები ამ სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, სხვადასხვა ქვეყნების გამოყენებით. ჩვენ ვხედავთ სანქციებისგან თავის არიდებას საქართველოსა და თურქეთის მეშვეობით, ეს ძალიან არასასიამოვნოა, ეს უნდა შეწყდეს, არ ვიცი, ეს როდის მოხდება, ძნელია ამის თქმა. საუკეთესო, გადამწყვეტი პასუხი რუსეთისთვის იქნება უკრაინის სწრაფი გამარჯვება, უკრაინის ტერიტორიის გაწმენდა რუსი სამხედროებისგან და იმის შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის რომ პუტინი ჰააგაში, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდეს, ის და ყველა მისი მხარდამჭერი უნდა აღმოჩნდეს განსასჯელთა სკამზე", - თქვა კამელჩუკმა. [სინქრონული თარგმანი]