logo
ENG


ბოკუჩავა: წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციამ შეძლოს კონსოლიდაცია
  • 568ნახვები

წინა საარჩევნო პერიოდი, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები, თუ 2024 წლის არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციამ შეძლოს კონსოლიდაცია, მაქსიმალური კონსოლიდაცია ისტორიული არჩევნებისთვის, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და არა მხოლოდ იმას, ვინ დაიკავებს კონკრეტული მინისტრის თანამდებობას. ეს არჩევნები ამაზე არ არის, ეს არჩევნები არის იმაზე, ჩვენს ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი, თუ ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის პერიფერია.

შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციონერმა აქედან უნდა იმსჯელოს და მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ ყველა არჩევნებში ვიყავით მთავარი მოთამაშე და დღესაც ვართ მთავარი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მთავარი პროდასავლური ოპოზიციური გუნდი და ბუნებრივია, რომ ჩვენი ვალია, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და კონსოლიდაციით - მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ფორმალურ კოალიციებს წინასაარჩევნოდ - მივიდეთ არჩევნების თარიღამდე და შემდეგ შევძლოთ კოალიციური მთავრობის შექმნა. ეს არის წარმატების, გამარჯვების ფორმულა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ფორმულა არის სწორედ ეს. ვინ როგორ ხედავს თავის თავს ამ კონფიგურაციაში, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა