საქველმოქმედო საიტი UKRAINA.GE ოკუპანტების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს ეხმარება.
ორგანიზაცია დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს და უახლოეს პერიოდში ეცოდინებათ დეტალები, ჰუმანიტარული დახმარების სახით რა ტიპის საკვების, ტანსაცმლის, ან პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება იქნება საჭირო. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე თანხას აგროვებს.
"თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ როგორც უკრაინის საელჩოს ანგარიშზე, ასევე, ჩვენს ანგარიშზეც და ოთხი დღის თავზე, ერთად თავმოყრილს, სრულად გადავრიცხავთ საელჩოს ანგარიშზე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
- საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მედია საკონსულტაციო ცენტრი
GEL:
Bank: BANK OF GEORGIA
IBAN: GE71BG0000000541370985
SWIFT: BAGAGE22
USD:
Bank: BANK OF GEORGIA
IBAN: GE85BG0000000541509346
SWIFT: BAGAGE22
EUR:
Bank: BANK OF GEORGIA
IBAN: GE85BG0000000541509346
SWIFT: BAGAGE22
- უკრაინის საელჩოს საბანკო რეკვიზიტები:
GEL:
Bank: Bank of Georgia
Swift: BAGAGE22
IBAN: GE55BG0000000533509811
USD
Bank: Bank of Georgia
Swift: BAGAGE22
IBAN: GE55BG0000000533509811
EUR
Bank: Bank of Georgia
Swift: BAGAGE22
IBAN: GE55BG0000000533509811
გუშინ რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.