logo
ENG



ო'ბრაიენი: ელექტრონიკის სფეროში რუსეთი დასავლურ სანქციებს სულ უფრო კარგად უვლის გვერდს

08 ივნ 202313:32
3 წუთის საკითხავი
clock 1505

შესწორება: გამოცემა Politico-მ აღნიშნული მასალა ჩაასწორა. ამჟამად მასალაში აღნიშნულია: "ო'ბრაიენმა თქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა რჩება "არსებით პრობლემად" და დასძინა, რომ ის ამ საკითხს განიხილავს თურქეთთან, ყაზახეთთან, საქართველოსთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და სომხეთთან". 

Politico-ს სტატიაში წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. 

როგორც გამოცემა წერს, "შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი."

ო’ბრაიენის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან მასალებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც, შემდეგ ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.

"ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო."- ამბობს ო'ბრაიენი Politico-ს ცნობით.


close დახურვა