logo
ENG



ზელენსკი: ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება

09 ივნ 202308:23
3 წუთის საკითხავი
clock 11294
ზელენსკი: ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკას ჰესის განადგურებით არის გამოწვეული, გლობალურ პრობლემად იქცა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წყალდიდობამ კანალიზაცია, ნავთობი, ქიმიკატები და შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხი წალეკა.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სულ მცირე ორი სამარხი, საიდანაც შეიძლება ჯილეხის წალეკვა მოხდეს", - თქვა მან.

ზელენსკის ცნობით, კაშხლის აფეთქებამ 100 000 ადამიანი დააზარალა, გარდა ამისა 50 000 ჰექტარი ტყე დაიტბორა, 20 000 ცხოველი და 10 000 ფრინველი დაღუპვის საფრთხის წინაშე დადგა.

"სულ 2 მილიონი ცოცხალი არსება იმყოფება საფრთხის წინაში. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელ მსოფლიოს უკავშირდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

***

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა