logo
ENG



პასუხისგებაში მისცეს 2 პირი, რომლებიც Adidas-ისა და Nike-ის მარკით ტანსაცმელს ამზადებდნენ

09 ივნ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock 27306
2023/06/09/zgbqyba4l8bllwd.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პასუხისგებაში მისცეს 2 პირი, რომლებიც Adidas-ისა და Nike-ის მარკით ქალისა და კაცის სპორტულ ტანსაცმელს ამზადებდნენ და სავაჭრო ობიექტებზე აბარებდნენ.

მათი ცნობით, ბრალდებულებს ქვემო ქართლში 3 ლოკაციაზე ჰქონდათ სამკერვალოები მოწყობილი, სადაც ტანსაცმელებს კერავდნენ. ჯამში 641 ცალი ტანსაცმელი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა