logo
ENG



კობახიძე სტუდენტებზე: ორიენტაცია აქვთ არეული, ბიჭებმა ცოლი მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ

10 ივნ 202314:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/v7uzati6hgdoymb.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ორიენტაციაარეულებს" უწოდებს სტუდენტებს, რომლებმაც უნივერსიტეტში რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. კობახიძე ამ ინციდენტს "ფორმულას პროვოკაციას" უწოდებს, თუმცა არ ამბობს რის საფუძველზე.

"ეს იყო ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული, მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს", - თქვა კობახიძემ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე სიტყვა "ორიენტაციაარეულს" უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. ქართული ოცნება ხშირად ცდილობს, მათთვის არასასურველი ადამიანების თუ ჯგუფების მარგინალიზაციას ჰომოფობიური განწყობების წახალისებით.

ქართულმა ოცნებამ სიძულვილი კამპანია დაიწყო 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, რომელსაც კობახიძემ "ორიენტაციაარეული" რამდენჯერმე უწოდა. 

close დახურვა