logo
ENG



ოლაფ შოლცი საქართველოსგან სწრაფ რეფორმებს მოითხოვს - Die Zeit

10 ივნ 202319:53
3 წუთის საკითხავი
clock 1028
2023/06/10/rteofgstu8htx0h.jpg
John Macdougall/​AFP/​Getty Images

გერმანული გამოცემა Die Zeit-ის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე დახმარებას დაჰპირდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას საჭირო რეფორმების სწრაფად გატარებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას გამოცემა Die Zeit გერმანიის მთავრობის სპიკერზე, შტეფენ ჰებეშტრაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, შოლცმა საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობისთვის "სწრაფი და უდიდესი ძალისხმევით" მოქმედებისკენ მოუწოდა.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მის მეზობელ მოლდოვას, მაგრამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემთხვევაში შესთავაზა.

"ეს მოიცავდა პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლო რეფორმას, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს ჩამოყალიბებას, მედიის თავისუფლებასა და დეოლიგარქიზაციას" - წერს გამოცემა Die Zeit.

 

close დახურვა