მოქალაქე ნინო ჟორჟოლიანი Facebook-ზე ვიდეო აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ სტამბა Rezon-ის ხელმძღვანელი თანამშრომელზე ძალადობს.
გამოქვეყნებულ ვიდეოში კომპანიის დირექტორი თანამშრომელს "მათხოვარს" უწოდებს, შემდეგ კი ხელით ეხება.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, რომ დირექტორის სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ამბავი გავახმაურო. რადგანაც არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი რომ სხვასაც არ მოუხდეს იმ უმძიმესი გამოცდილების მიღება, რაც ჩემს მეგობარს გადახდა. ის 2020 წლიდან მუშაობს სტამბა REZONში და ამ 3 წლის მანძილზე დირექტორი რეზო რაზმაძე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამახვილებდა ყურადღებას ბავშვობაში მიღებული დამწვრობაზე.
2 დღის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა თავში და ეძახდა შეურაცხმყოფელს სიტყვებს: რას გავხარ, შე მათხოვარო, წაეთრიე სამსახურიდან, სოფლელო გლეხო, ჩამოთრეულო,მახინჯო",რისი გადაღებაც ჩემმა მეგობარმა მოახერხა. ჩემი აზრით, ეს არის ამაზრზენი ფაქტი და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარს, ადამიანს, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი წლები მაკავშირებს. იშვიათად მინახავს გვანცა ქველაძეს მსგავსად ერთგული,კეთილი და საყვარელი ადამიანი,რომელსაც ყველაფერში შეგიძლია დაეყრდნო. ძალიან ვწუხვარ,რომ მას ამ ყველაფრის გადატანა მოუხდა და ვფიქრობ,რომ მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
ასევე, თხოვნით მივმართავ ყველა იმ კომპანიას,რომელიც (PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი, ავერსი•Aversi, Pharm House • ფარმსახლი, ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy, Pharmadepot ∙ ფარმადეპო, ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding, lotto.ge • საქართველოს ეროვნული ლატარია, Credo Bank / კრედო ბანკი, Basisbank - ბაზისბანკი, Pasha Bank პაშა ბანკი, ReBank I რებანკი)თანამშრომლობს შპს რეზონთან, რომ შეწყვიტოთ თანამშრომლობა,რადგანაც თქვენ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი მოძალადეს აძლიერებს. გარდა ამისა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი"- წერს ნინო ჟორჟოლიანი.