logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება: ჩვენს ბანაკში მოცვივდნენ ორკები, დაახლოებით, 60 ადამიანი

17 ივნ 202311:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/eh65anksxvgp0cy.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლების ცნობით, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვირიან.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი.

პარტიის ცნობით, გამოძახებული ჰყავთ პოლიცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში", - წერს ყურაშვილი.

მან ფორმულას უთხრა, რომ შუა გზიდან მობრუნება მოუწიათ.

 


close დახურვა