logo
ENG



ჯარისკაცი, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

21 ივნ 202309:46
3 წუთის საკითხავი
 
ჯარისკაცი, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ჯარისკაცი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

15 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

ის თავდაპირველად ახალციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.


close დახურვა