logo
ENG



ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა შეზღუდულია [ვიდეო]

22 ივნ 202309:05
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მოძრაობა შეიზღუდა.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.


close დახურვა