logo
ENG



ავსტრალიის მთავრობა უკრაინას 73 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

26 ივნ 202309:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/270klwxe0jm4m8a.png

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, განავხადა, რომ ავსტრალიის მთავრობა უკრაინას, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, 110 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების (73,54 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ახალ დახმარების პაკეტში შედის, 70 სამხედრო მანქანა, მათ შორის 28 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 სპეციალური დანიშნულების მანქანა, 28 საშუალო სატვირთო მანქანა და 14 მისაბმელი.

"ავსტრალია ურყევია გადაწყვეტილებაში, დაგმოს და დაუპირისპირდეს რუსეთის ქმედებებს და დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში." - თქვა ალბანესმა.


close დახურვა