ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი ცვლილებები კვლავ სადავოდ რჩება. ოცნებამ კლინიკების მონიტორინგში სასამართლოს ნებართვა დააბრუნა, მაგრამ მაინც გაუგებარია, რატომ ამკაცრებს ასე ერთგვარ რეიდებს ხელისუფლება. პასუხებს სამედიცინო სექტორი მოითხოვს, ოპოზიცია კი ვარაუდობს, რომ მკაცრი ხელი გავლენიან სფეროზე ოცნებას საარჩევნოდ პოლიტიკურ იარაღად დასჭირდა.