logo
ENG



9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

07 ივლ 202311:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/37n0bvo84u8qa07.jpg

რუსთავში 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

5 ივლისს აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ეზოში კაცმა ბავშვი "წიხლებით სცემა", კაცის ცოლი კი ბიჭს მოკვლით დაემუქრა. აქტივისტის თანახმად, ბავშვმა მეგობრებს დაუბარა, რომ თუ 10 წუთში უკან არ დაბრუნდებოდა, პოლიციაში დაერეკათ - მონათხრობის მიხედვით, ბავშვს პოლიციაში "დააწერინეს, რომ წაიქცა".

"9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!

დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო", - წერდა მჭედლიძე.


close დახურვა