logo
ENG



ბათუმში, ზღვაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, შსს-მ 3 ადამიანი დააკავა

07 ივლ 202319:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/tz8oo7rs2ovixdp.png

ბათუმში, ზღვაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები 1989, 2004 და 2005 წლებში დაბადებულები არიან.

გამოძიების თანახმად, 4 ივლისს ბრალდებულმა 16 წლის ბიჭი და კიდევ სამი პირი კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

"მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანმხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა.- ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა", - აღნიშნავს შსს.

მოზარდის ცხედარი ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით ნახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტო იუწყება, ერთს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანარჩენი ორი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა