logo
ENG



CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი დაუსჯელი არ დარჩება, პუტინს სამაგიეროს გადახდაში ბადალი არ ჰყავს

21 ივლ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/6tvzb8mijm9he3c.jpg

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დაუსჯელი არ დარჩება.

ბერნსის თქმით, ვლადიმერ პუტინი დროის მოგებას ცდილობს, ამასობაში კი ვერსიებს ამუშავებს, რა მოუხერხოს ვაგნერის ხელმძღვანელს. CIA-ს დირექტორი მიიჩნევს, რომ 24 ივნისის აჯანყებამ პუტინის მიერ შექმნილი სისტემის სისუსტე გამოავლინა, რაც შესაძლოა, პრეზიდენტმა პრიგოჟინზე შურისძიებისთვის გამოიყენოს.

"პრიგოჟინის აჯანყებამ გამოააშკარავა სისუსტე, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტად გამოააშკარავა პუტინის არასწორმა გათვლებმა. არსებობს კავშირი, უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს შორის. როდესაც უკრაინელები უფრო მეტად წაიწევენ წინ, რუსეთის ელიტის უფრო მეტი წარმომადგენელი მიაქცევს ყურადღებას პრიგოჟინის კრიტიკას ომზე.

პუტინი, ზოგადად, ფიქრობს, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მომზადდეს. ის შეეცდება სიტუაციის მოგვარებას მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ პუტინს სამაგიეროს გადახდაში ბადალი არ ჰყავს. მე რომ პრიგოჟინის ადგილას ვიყო, ჩემი საკვების დეგუსტატორს არ დავითხოვდი", - ამბობს CIA-ს დირექტორი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა