logo
ENG



მოსკოვის ცენტრში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

24 ივლ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/rlnwgpd1apb7jy9.jpg

რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთეს და უკრაინა დაადანაშაულეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს. 

მოსკოვის მერის ინფორმაციით, "დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე". მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა და შემთხვევას "სერიოზული ნგრევაც" არ გამოუწვევია.

თავდაცვის სამინისტრო მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 


close დახურვა