ფორმულას თანადამფუძნებელი და მისი ადვოკატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. მიშა მშვილდაძე და ედუარდ მარიკაშვილი თავდასხმის საქმის მასალებს უნდა გაეცნონ. დაზარალებულ მხარე საგამოძიებო სამსახურში იმ მოლოდინით შევიდა, რომ დღეს მაინც დახვდება 112-ის კამერების მასალა, სადაც ასახული უნდა იყოს მომხდარის შესახებ ინფორმაცია. დანაშაულიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა.
მშვილდაძე გამოძიების მასალებს ეცნობა
28 ივლ 202320:06
3 წუთის საკითხავი