logo
ENG



Batumi Festival: რუსულ ექსპოსთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, ჩვენს ტერიტორიაზე არ ტარდება

29 ივლ 202317:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/t2nc2h69o4a4u9t.png

ბათუმის ფესტივალი აცხადებს, რომ ბათუმში, რუსებისთვის დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"მოგესალმებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ბათუმის ფესტივალი თავისი კონცეფციით და არსით სრულად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენს მკაფიო დამოკიდებულებას რუსეთის აგრესიის მიმართ ყოველთვის ვაფიქსირებთ. ეს გამოიხატება იმით, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ ვერც ერთ რუსეთის მოქალაქეს როგორც ვენდორად, ასევე ვერც არტისტად და მათ შორის ვერც საორგანიზაციო საკითხებში ჩართულს.

როდესაც ფესტივალისთვის მზადება დავიწყეთ, ინფორმაცია ამ ექსპოს შესახებ ვნახეთ, მას შემდგომ ვცდილობთ დაკავშირებას პასუხისმგებელ პირთან რომ მათი საიტიდან აიღონ ის რენდერები, სადაც თითქოს ბათუმის ფესტივალის ტერიტორიაზე ტარდება ეს ღონისძიება.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ 1 კვირის წინ შევძელით დავკავშირებოდით ამ კომპანიის ქართველ წარმომადგენელს და ისევ ვთხოვეთ რომ გაევრცელებინათ სწორი ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ იქნებოდა დაფიქსირებული რომ ამ ,"რუსულ" ექსპოსთან ბათუმის ფესტივალს არანაირი კავშირი არ აქვს და არც მის ტერიტორიაზე ტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დროებით გადაიდო. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზე იყო განთავსებული. 


close დახურვა