logo
ENG



კინზინგერი კობახიძეს: რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?

01 აგვ 202317:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/c325k09tpeixtyu.jpg

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

"რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ქართული ოცნების თავმჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რაც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსების შემოსვლაზე თქვა, "ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს".

ელჩის სრული განცხადება რუსების კრუიზზე:

"არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით", - თქვა დეგნანმა.


close დახურვა