სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.
მისი თქმით, სტიქიის დროს სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 40-45 ადამიანი იმყოფებოდა.
"ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია და ყველაფერი კარგად არის. მსხვერპლი არაა. ჩამოვიყვანეთ სტუმრები კიბით, უკანა მხრიდან და ყველანი კარგად ვართ. მართლა დროულად იყოჩაღეს და კარგად არის ყველაფერი. ხიდები წაღებულია, ველოდებით ვერტმფრენს", - ამბობს ქეთი მაისურაძე.
შოვში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა ჩამოწვა სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე თქმით, შოვში ჩამოწოლილი მეწყერი საკმაოდ დიდია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოვში 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.